აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც The Wall Street Journal-ი ტყობინება, ხაკერებმა ინტერნეტში აშშ-ის კონგრესის თითქმის 200 ყოფილი და მოქმედი დემოკრატი დეპუტატის სატელეფონო ნომრები და პირადი საკონტაქტო მონაცემები გაავრცელეს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ გასაჯაროებული ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენონ უცხოურმა სპეცსამსახურებმა სადაზვერვო მონაცემების შეგროვების მიზნით.

ერთ-ერთი ხაკერი, რომელიც კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა, საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაიბადა. ამერიკული კომპანია ThreatConnect-ის სპეციალისტების ცნობით, აღნიშნული პიროვნება მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად VPN-ის სერვერს იყენებს, რომელიც რუსეთში მდებარეობს.

ამერიკელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა