სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო შვედეთის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო შვედეთის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

შვედეთის განათლების მინისტრმა არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ბოსნიელი მუსლიმი, აიდა ხაჯიალიჩი პოლიციამ ქალაქ მალმესკენ მიმავალ გზაზე შეამოწმა. თავად ექსმინისტრმა უკვე განაცხადა, რომ მომხდარი "მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო".

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრის უფლებამოსილების დროებითი შემსრულებელი უკვე დანიშნა.

აიდა ხაჯიალიჩმა შვედეთის განათლების მინისტრის პოსტი 2015 წელს, 27 წლის ასაკში დაიკავა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა.

თავად ხაჯიალიჩი აცხადებს, რომ მზად არის ჩადენილისთვის პასუხი აგოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა