მოსკოვის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ბოსხის გამოფენის სარეკლამო პლაკატები აკრძალა

მოსკოვის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ბოსხის გამოფენის სარეკლამო პლაკატები აკრძალა

მოსკოვში ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა იერონიმუს ბოსხის გამოფენის - "გაცოცხლებული ხილვების" პლაკატები უხამსად ცნო. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Artplay-ში იმართება. გამოფენის ორგანიზატორებს ჯარიმის - 100 ათასი რუბლის გადახდა მოუწევთ.

"საქმის მასალების განხილვის შემდეგ კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ სარეკლამო პლაკატში არსებული გამოსახულებები უხამსი ხასიათის მატარებელია, რაც ეწინააღმდეგება რეკლამის მიმართ არსებულ მოთხოვნებს" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ანტიმონოპოლიურ სამსახურს სარეკლამო პლაკატის გამო, რომელშიც ბოსხის "მიწიერი სიამოვნებების ბაღის" ფრაგმენტები იყო ასახული, პრეტენზიით მოქალაქემ მიმართა. სააგენტომ რეკლამის გამოყენება აკრძალა და ამას გარდა ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმის გადასახდელად სასამართლოში აღძრა საქმე.

9 აგვისტოს ბოსხის გარდაცვალებიდან ზუსტად 500 წელი გავიდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება