სტანისლავ ბონდარენკოს და უცნობი ლამაზმანის პიკანტური ფოტოები ბათუმიდან - "გამოიცანით, ვინ არის?"

სტანისლავ ბონდარენკოს და უცნობი ლამაზმანის პიკანტური ფოტოები ბათუმიდან - "გამოიცანით, ვინ არის?"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოშია. იგი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ბათუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

საქართველოში ჩამოსულმა მსახიობმა ჯერ თბილისში საკუთარი მოგებული ბინა მოინახულა, ღამით თბილისის ქუჩებში მოტოციკლითაც გაისეირნა, მეორე დღეს კი ზღვისპირეთში გაემგზავრა.

იხილეთ ვიდეო

გუშინ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე ბათუმის სანაპიროზე გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოჩნდა. მათზე მსახიობი უცნობ ლამაზმანთან ერთადაა ასახული. ერთ-ერთ ფოტოზე ბონდარენკომ მიაწერა "გამოიცანით ვისთან ერთად ვარ? რა ვარიანტები გაქვთ?" - ეკითხება ფანებს მსახიობი.

უცნობი გოგონა ბონდარენკოს ფანებმა იცნეს - აღმოჩნდა, რომ ფოტოებზე კლიპის გადაღების პროცესია ასახული, მსახიობის მკლავებში მომწყვდეული გოგონა კი, მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი სალი ხმალაძეა. 26 წლის სალი რუსულ შოუ-ბიზნესში მოკლე დროში გახდა ცნობილი, ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია. იგი რუსულ შოუბიზნესში კარგად ცნობილი პროდიუსერის ნინო წიკლაურის შვილია, რომელიც თითქმის ყველა ქართველი ვარსკვლავის პროდუსერი, "პირველი სტერეოს" მუსიკალური დირექტორი და კონცერტების ორგანიზატორი იყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება