ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მაჩოს მდიდრული ცხოვრება - ვინ არის დავით გიგაური

 ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მაჩოს მდიდრული ცხოვრება - ვინ არის დავით გიგაური

დავით გიგაური იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უცხოეთში გატარებული წლების მიუხედავად, არ ივიწყებენ საკუთარ წარმომავლობას. მოსკოვში გატარებული ბავშვობის და ლონდონში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, დავითი მაინც ცდილობს საკუთარი საქმიანობის საქართველოსთან დაკავშირებას და ბრიტანეთში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციასაც აქტიურად ეწევა.

ნახეთ ვიდეო| ბრიტანეთში წარმატებული ქართველი მაჩოს პირადი ცხოვრებისა და ხმაურიანი გართობების ამსახველი კადრები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასოდეს უცხოვრია, მისი ოჯახის წარსული ავალდებულებს სხვა თვალით შეხედოს ამ ქვეყანას და საკუთარი თავი ქართველად მიიჩნიოს. ჟურნალი OK! დავითს პირადად ესაუბრა:

- როგორც ქართული OK!-სთვის გახდა ცნობილი, ძალიან ბევრ პროექტში ხართ ჩართული, რომელიც საქართველოს უკავშირდება.

- ამჟამად ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარ, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსს. უნივერსიტეტის პერიოდში, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქართული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. ჩემმა ძმამ, გიორგი გიგაურმა კი ოქსფორდის უნივერსიტეტში პირველი ქართული საზოგადოება დააარსა. შემდეგ მუშაობა BP-ში დავიწყე, რასაც ლონდონში, JP Morgan Investment Bank-ში სამსახური მოჰყვა. ამჟამად საფინანსო კომპანიაში ვმსახურობ, პარტნიორი ვარ. განვითარებადი ქვეყნების ბაზარს ვსწავლობთ. საქართველო ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია.

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?

- ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. უმეტესად, ჩემი ოჯახისა და ნათესავების მოსანახულებლად. საქართველოსთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტშიც ვარ ჩართული. სასიამოვნოა, როდესაც საქმეს ვუთავსებ ჩემს ვიზიტებს  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება