ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ თევზსაჭერ გემზე 1 ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ თევზსაჭერ გემზე 1 ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გაერთიანებული სამეფოს სანაპირო ზოლთან ახლოს თევზსაჭერი გემი გააჩერა, რომლის ბორტზე 1 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინა.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების მიახლოებითი ღირებულება შავ ბაზარზე 100 მილიონ დოლარზე მეტია. სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განმარტებით, გემი ბრიტანეთისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის სამივე წევრი დაკავებულია.

"ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა, რომლის კონფისკაციაც გაერთიანებულ სამეფოში მოხდა", - განაცხადა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა მაიკ სტეპნიმ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა