"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას კინოპროექტის "9+1" პირველი თრეილერი გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

ფილმის სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება. როგორც ხაინდრავამ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა, იქამდე, 27-28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებს შეეძლებათ იხილონ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდზე რამდენიმე სერიად გადაღებული ფილმი.

რეჟისორის განმარტებით, ფილმში არც ერთი პირის პირდაპირი იდენტიფიცირება არ ხდება. "დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვეყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გაიგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ფილმში მოხვდა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თეთრაძისა და შავაძის, გირგვლიანის მკვლელობა, ირემაძის საქმე...

კითხვაზე, ვინ განასახიერებს იმ პერსონაჟს, რომელიც სააკაშვილის პროტოტიპი იქნება, რეჟისორმა ეს ყველაფერი "ფილმის ინტრიგად" დატოვა. "მომეცით უფლება, ეს ფილმის ინტრიგად დარჩეს. ერთს გეტყვით - ის უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, თუმცა ჩვენში დიდად არ არის ცნობილი. წარმოადგენს ერთ მეტად პროფესიონალურ პატარა თეატრს. გამაოცა, ისეთი საოცარი სახე შექმნა. თეთრაძის როლს ასრულებს სოხუმის თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი, ერთ-ერთი მოსამართლე მარინა ჯანაშიამ გააცოცხლა, სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს მაია ზედგენიძე განასახიერებს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ასევე მოსამართლეს თამაშობს, მიმაჩნია, რომ ბექამ ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა. ფილმში მთავარ როლშია ზურა ინგოროყვა... ", - განაცხადა ხაინდრავამ.

სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედისა" და GDS-ის ეთერში გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება