იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.
სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს.
ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.