მიწისძვრა იტალიაში: 10 დაღუპული და დანგრეული ქალაქები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

მიწისძვრა იტალიაში: 10 დაღუპული და დანგრეული  ქალაქები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა