დრამატული კადრები იტალიიდან: 10 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს

დრამატული კადრები იტალიიდან: 10 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს

სულ მცირე 240 ადამიანია დაღუპული იტალიაში 24 აგვისტოს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მაშველები პრაქტიკულად მიწასთან გასწორებული ქალაქის - ამატრიჩეს ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელშიც 70 ტურისტი ცხოვრობდა, ამ დროისთვის მხოლოდ 7 არის ამოყვანილი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კარვებში გაატარა. მაშველებმა ღამით, ფანრების შუქით იპოვეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს 10 წლის გოგონა, რომელმაც სახლის ნანგრევებში 17 საათი გაატარა. ამ დროისათვის 400-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

იხილეთ ემოციური კადრები

დღეს იტალიის მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციასა და დაზარალებულთა დახმარებაზე იმსჯელებენ.

ბოლოს იტალიაში მიწისძვრა 2009 წელს მოხდა, რომლის დროს 300 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა კი 1908 წელს, სიცილიაზე მოხდა. მაშინ სტიქიამ 80,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euroline.ge/?p=11257

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა