"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს

"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს

9 სეზონის განმავლობაში სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავის 2"-ის ეთერში­ ნამდვილად არ უჩიოდა მაყურებელთა გულგრილობას. ამ ხნის განმავლობაში მრავალი გმირი შევიყვარეთ - მერე დავიწყებასაც მივეცით (სერიალის ფუნქციაც ხომ ეს არის).

სექტემბრის მეორე ნახევრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" მეათე სეზონი აიღებს სტარტს. სანამ ახალი სეზონის ნახვისა და შეფასების საშუალება მოგვეცემა, მანამ იმ რამდენიმე გმირზე ვისაუბროთ, რომელთაც­ - დროებით ან სამუდამოდ - შეწყვიტეს "ჩემი ცოლის დაქალებში" არსებობა. "კვირის­ პალიტრამ" რამდენიმე მათგანს ერთი და იმავე კითხვით მიმართა: რატომ დატოვეთ სერიალი?

ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც "რუსთავი 2"-დან GDS-ში გადაინაცვლა, მსახიობი რევაზ ნასიძე იყო. სერიალში იგი მინისტრ მაკას ვაჟს - გიოს ასახიერებდა.

რევაზ ნასიძე: "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ ვარ. GDS-ის სერიალში - "ქერჩი",­ ჩემი დიდი ბაბუა უნდა განმესახიერებინა. ამბროსი შენგელია მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში იბრძოდა. რადგან "რუსთავი 2"-სა­­ და GDS-ს შორის გრაფიკს ვერ ვათავსებდი, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოვედი, თან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რომ ზურგი­ შემექცია "ნაციონალური მოძრაობ­ისა" და მათივე ტელევიზიისთვის. "ქერჩის" გადაღებების შეწყვეტის შემდეგ სპექტაკლში ვითამაშე - თეატრალურ სარდაფში. მას შემდეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქმით ვარ დაკავებული, ასე ვთქვათ, პაუზა მაქვს აღებული....

"კვირის პალიტრა" "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერსაც დაუკავშირდა.

ირაკლი საღინაძე: "მიზეზები, თუ რატომ დატოვეს მსახიობებმა სერიალი, შიდასამზარეულო ინფორმაციაა, რომელიც­ მუშა-პროცესის ნაწილია და საჯარო განხილვისთვის არ მეჩვენება საინტერესოდ. მთავარი ამოსავალი წერტილი - რატომ შეიძლება მუშაობდეს ვიღაცა ან არ მუშაობდეს - დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ეს ყველაფერი საერთო­ მიზანს".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 აგვისტოს ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია: " რატომ ტოვებენ მსახიობები "ჩემი ცოლის დაქალებს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება