კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე

კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვაკეში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ვიცე-პრემიერის თქმით, ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან მძიმეა.

"რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი, მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი", - განაცხადა კალაძემ.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშინ დააკავა.

ასევე ნახეთ: "ბადუკა ხვალ ქვეყნის დატოვებას აპირებდა, კიევის ბილეთი ჰქონდა აღებული" - რას ჰყვებიან ჯოხაძის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულზე

ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."