ვინ დაინიშნა "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილის შემცვლელად

ვინ დაინიშნა "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილის შემცვლელად

ტაჯიკეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გულმუროდ ხალიმოვი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო სარდლობის მეთაურად დაინიშნა. ამის შესახებ ტელეარხი "Alsumaria" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი იყო. ბათირაშვილი კოალიციური ჯარების ავიადარტყმებს ემსხვერპლა.

წყაროს ინფორმაციითვე, ხალიმოვის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა იმ მოტივით, რომ დარტყმა მის მიმართაც განხორციელდება.

ტაჯიკეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გასული წლის მაისში გაუჩინარდა, რომელიც შემდეგ სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აღმოაჩინეს. აგვისტოში აშშ-ს ხელისუფლებამ მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდო დააწესა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა