გიორგი ნადიბაიძემ "ახალ ტალღაზე" ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა - ვინ წამოუდგა ფეხზე ქართველ მონაწილეს

 გიორგი ნადიბაიძემ "ახალ ტალღაზე" ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა - ვინ წამოუდგა ფეხზე ქართველ მონაწილეს

სოჭში "ახალი ტალღა 2016"-ის კონკურსი დაიწყო. პირველ საკონკურსო დღეს მონაწილეებმა მსოფლიო ჰიტები შეასრულეს.

საქართველოს სახელით კონკურსზე წელს ორი მონაწილე გამოდის - გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელია. ქართული "ახალი ხმის" გამარჯვებულმა გიორგი ნადიბაიძემ ჯგუფ Aerosmith-ის ცნობილი ჰიტი I Don't Want to Miss a Thing შეასრულა და ჟიურისგან ჯამში 139 ქულა (ცხრა 11 და ოთხი 10-ნი ჟიურის წევრებისგან) დაიმსახურა.

იხილეთ ნადიბაიძის ბრწყინვალე შესრულება

პირველი დღის მონაცემებით, პირველ ადგილს უკრაინელი გალინა ბეზრუკი იკავებს 143 ქულით, მეორე და მესამე ადგილებს ყირგიზი ნურსულტან აზიკბაევი და იტალიელი ვოლტერ რიჩი იყოფენ - 142 ქულით, მესამეზე კვლავ უკრაინელი ანასტასია გრუდმუსია 140 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილს სამი კონკურსანტი - გიორგი ნადიბაიძე, ხორვატი დინო და რუსი დენის სოკოლოდი ინაწილებენ 139 ქულით. რაც შეეხება ალისა დანელიას, ის ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა 135 ქულით.

სიმღერის დასასრულს აუდიტორიამ მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა ქართველი კონკურსანტი, ჟიურის წევრი, მომღერალი და კომპოზიტორი ლეონიდ აგუტინი კი ფეხზე წამოდგა და ასე შეაფასა ნადიბაიძე. მეორე ტური 7 სექტემბერს გაიმართება, სადაც გიორგი ქეთა თოფურიასთან დუეტში იმღერებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება