გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"

გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი დუეტი "ახალ ტალღაზე": "გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ!"

სოჭში მიმდინარე "ახალი ტალღის" კონკურსის მეორე ტურში, მონაწილეებმა დუეტში იმღერეს ცნობილ მომღერლებთან ერთად. საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნადიბაიძემ ქეთა თოფურიასთან ერთად სიმღერა Она не твоя შეასრულა და ჟიურის წევრებისგან 141 ქულა დაიმსახურა (ორი 10-იანი და თერთმეტი 11-იანი).

ნადიბაიძემ ორი ტურის შედეგებით 280 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე უკრაინელი გალინა ბეზრუკია 286 ქულით, მეორეზე - იტალიელი ვოლტერ რიჩი 283 ქულით, მესამეზე კი ხორვატი დინო 282 ქულით. თუ ვინ გახდება "ახალი ტალღის" გამარჯვებული, ეს 8 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც მონაწილეები სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერით წარდგებიან ჟიურის წინაშე.

იხილეთ ქეთას და გიორგის დუეტი

გიორგი ნაიბაიძე გულშემატკივრებს ფეისბუქის პირადი გვერდიდანაც გამოეხმაურა და მისი და ქეთას სელფი გაავრცელა:

"მეგობრებო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამხელა მხარდაჭერისთვის! ძალიან გახარებული ვარ ასეთი დადებითი გამოხმაურებით! შედეგებით რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ რადგან კარგი ქულები გვაქვს, თუმცა ყოველთვის შეიძლება მეტი, ამაზე საუბარი მერე იყოს! რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ და დღეს უკვე ქეთასთან ერთად, ერთიანი ძალებით წარვსდგებით! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დიდი სტიმულისთვის!" - წერს ნადიბაიძე პირად გვერდზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება