ჰილარი კლინტონი ღონისძიებაზე შეუძლოდ გახდა - რა დიაგნოზი დაუსვეს პრეზიდენტობის კანდიდატს

ჰილარი კლინტონი ღონისძიებაზე შეუძლოდ გახდა - რა დიაგნოზი დაუსვეს პრეზიდენტობის კანდიდატს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, კლინტონის პირადმა ექიმმა დაადასტურა, რომ პოლიტიკოსს ფილტვების ანთების დიაგნოზი სამი დღის წინ დაუდგინდა.

ავადმყოფობის გამო ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კალიფორნიაში დაგეგმილი ვიზიტის გადადება მოუხდა.

11 სექტემბერს კი, ტერაქტიდან მე-15 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰილარი კლინტონი შეუძლოდ გახდა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩაიკეცა მანქანისკენ მიმავალი პრეზიდენტობის კანდიდატი და იგი მისი დაცვის წევრებმა ჩასვეს მანქანაში.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი 68 წლის არის, მისი მთავარი მეტოქე დონალდ ტრამპი კი - 70-ის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა