სისხლის მდინარე ბანგლადეშში - მსხვერპლშეწირვის შემდეგ გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო

სისხლის მდინარე ბანგლადეშში - მსხვერპლშეწირვის შემდეგ გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო

ბანგლადეშის დედაქალაქში გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო - ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები სისხლის მდინარეებმა დაფარა.

სამშაბათს დაკაში ადგილობრივი დღესასწაული იზეიმეს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ცხოველების მსხვერპლშეწირვაა. დღესასწაულს ძლიერი წვიმები დაემთხვა, რის შედეგადაც რამდენიმე უბანი დაიტბორა (ქალაქის გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, დაკა ხშირად იტბორება), წყალს სისხლი შეერია და ასე წარმოიშვა ქალაქში სისხლის მდინარეები.

იხილეთ ვიდეო

მსვერპლშეწირვის რიტუალისთვის ადგილობრივები ასობით ცხოველს კლავენ და ხორცს გაჭირვებულებს ურიგებენ.

ხელისუფლებამ წელს მსხვერპლშეწირვისთვის სპეციალური ადგილები გამოყო ქალაქგარეთ, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მითითებებს არ დაემორჩილა და საკუთარი სახლის ეზოში და ქუჩაში დაკლა ცხოველი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა