ამანდა სეიფრიდი ქორწილისთვის ემზადება

ამანდა სეიფრიდი ქორწილისთვის ემზადება

30 წლის მსახიობი ამანდა სეიფრიდი თავის ბოიფრენდზე, 40 წლის ტომას სადოსკიზე დაინიშნა. ისინი დიდი ხანი არაა რაც დაწყვილდნენ, მაგრამ უკვე სერიოზული ნაბიჯისთვის მზაობა განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ჭორები მათი რომანის შესახებ წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც წყვილი პაემანზე შენიშნეს კალიფორნიის ერთ-ერთ რესტორანში. ამანდამ და ტომასმა ერთმანეთი სპექტაკლზე ”ასე ვცხოვრობთ” მუშაობისას გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელნი არიან.

ფანები იმედოვნებენ, რომ რადგან წყვილმა ასე მალე განაცხადა ნიშნობის შესახებ, ქორწილიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ამანდასთვის ეს ქორწინება პირველია, ტომასისთვის - მეორე.

მომზადებულია peopletalk.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება