ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" ახალგაზრდა მონაწილეებს იწვევს

ლიტერატურული კონკურსი "ალერდი" ახალგაზრდა მონაწილეებს იწვევს

„საინფორმაციო ბანკი - საქართველოს ახალგაზრდობის“ ორგანიზებითა და სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით ტარდება ლიტერატურული კონკურსი „ალერდი“ 2016.

ნამუშევრების მიღება დაიწყება 19 სექტემბრიდან და გასტანს 14 ოქტომბრამდე. თემატიკა - ახალგაზრდული.

ლიტერატურული კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელის შეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს. პროექტის დროს დაცული იქნება მონაწილეების ანონიმურობა. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიაზე.

I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სოლიდური პრიზები. ასევე, იქნება სხვა წამახალისებელი პრემიები და რაც მთავარია, გამოვლინდება „ხალხის ფავორიტი“ სოციალური ქსელის მეშვეობით. მონაწილეების მოთხრობები განთავსდება “Youth Georgia”-ს ვებ გვერდის (www.youthgeorgia.ge FB/InformationBankYouthGeo) ახალ რუბრიკაში „ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016“. აქვე მომხმარებლებს საშუალება მიეცემა ხმა მისცეს საკუთარ რჩეულს. ის სტუდენტი, რომელიც კონკურსის დროს დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, გახდება „ხალხის ფავორიტი“.

საუკეთესო 20 მოთხრობა გამოიცემა წიგნად. ლიტერატურული კონკურსი „ალერდი“ უკვე მეორედ ტარდება. პირველად ის 2011 წელს ჩატარდა და ჰქონდა საკმაოდ დიდი გამოხმაურება. მონაწილეების რაოდენობამ 250-ს მიაღწია. ლიტერატურული კონკურსი „ალერდი 2011“-ის გამარჯვებულები იყვნენ.

I ადგილი - მარიამ ბექაური

II ადგილი - თინა თოფურია

III ადგილი - თინათინ მანია

სპეციალური პრემია სამოქალაქო თემაზე გადაეცა ნიკა აგლაძეს

სპეციალური პრემია 1 – სოსო ბიჩინაშვილი

სპეციალური პრემია 2 – ნიკა ლოლაძე

სპეციალური პრემია 3 – ირაკლი შამათავა

ლიტერატურულ კონკურს „ალერდი 2016“-ში მონაწილეობის წესები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. ნამუშევარი უნდა იყოს გამოგზავნილი „Word“-ის ფაილში, ქართულ ენაზე. პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფონტი - Sylfaen, ზომა - 12). ნამუშევარს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი). თემატიკა - ახალგაზრდული. ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: alerdi2016@gmail.com

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება