როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა

როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა

ქალები ვარჯიშობენ, სხვადასხვაგვარ დიეტებს მიმართავენ, გასახდომ პროცედურებს იტარებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სასურველი წონის მიღწევა აუსრულებელ ოცნებად რჩება. განსაკუთრებით რთულია ზედმეტი კილოგრამების დაკლება მშობიარობის შემდეგ. ქალი ორსულობის დროსაც ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ორსულობისას წონის შენარჩუნება შეუძლებელია. როგორ დაიკლეს ზედმეტი კილოგრამები ცნობილმა ქართველმა ქალებმა სტატიიდან შეიტყობთ:

მარიამ კუბლაშვილი

იურისტი და ტელეწამყვანი მარიამ კუბლაშვილი პატარა ალექსანდრეს დედა სამი თვის წინ გახდა. ისევე როგორც ყველა ქალმა, ორსულობისას ბუნებრივია მარიამმაც მოიმატა წონაში. როგორც თავად ამბობს, 9 თვის მანძილზე 17 კილოგრამი მოიმატა და მშობიარობისას მხოლოდ 4 კილო დაიკლო. ახლა კი ზედმეტ კილოგრამებს მასაჟით და სწორი კვებით ებრძვის. ის თვითნებურ დიეტაზეა, ძირითადად მიირთმევს მოხარშულ ხორცს, შვრიის ფაფას, ხაჭოს და ჯანსაღ პროდუქტს.

ნინი ბადურაშვილი

ელენე კუტალაძე ნინი ბადურაშვილმა 3 წლის წინ გააჩინა. "ელენეზე ორსულობისას 18 კილო მოვიმატე. როცა ბავშვი გავაჩინე, იმაზე მეტი დავიკელი წონაში, რაც ორსულობამდე ვიყავი, ამას ნელ-ნელა ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით მივაღწიე. ელენე ძუძუთი კვებაზე მყავდა, ალერგიული ბავშვი იყო და ვცდილობდი მძიმე საკვები არ მიმეღო. ჩემდაუნებურად გამომივიდა დიეტაზე ყოფნა" - ამბობს ნინი.

სალომე გოგიაშვილი

ოთხი შვილის დედა სალომე გოგიაშვილი, მუდმივად კარგ ფორმაშია. მართალია ხანდახან დიეტების გამო, სასწრაფო დახმარებაც სჭირდება, თუმცა სილამაზისთვის ყველაფერს უმკლავდება. ტელეწამყვანმა ორსულობისას 22 კილო მოიმატა, რომელიც დიეტის დახმარებით დაიკლო. სალომე გოგიაშვილის დიეტა ასეთია:

1 დღე: 6 მოხარშული კვერცხი. 2 დღე: 500 გ უცხიმო ხაჭო, 3 დღე: 750 გ ქათმის ფილე, 4 დღე: 200 გ ბრინჯი, 5 დღე: 6 ცალი მოხარშული კარტოფილი, 6 დღე: ვაშლი შეუზღუდავი რაოდენობით. ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ჩაი და ყავა, ასევე კეფირი. სალომე გოგიაშვილის დიეტის წყალობით, 6 დღეში 4 კილოგრამზე მეტს დაიკლებთ.

სოფო გელოვანი

მომღერალმა სოფო გელოვანმა ორსულობისას 16 კგ მოიმატა. 10 კილოგრამი მოკლე პერიოდში დაიკლო, თუმცა დარჩენილი 6 კილოგრამის დაკლება ძალიან გაუჭირდა. წონაში მომატების გამო, კონცერტისთვის შეკერილ კაბასაც ვეღარ ირგებდა, ამიტომ 7-დღიანი დიეტა დაიცვა, მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ხილს მიირთმევდა, რისი წყალობით 4 კილოგრამი დაიკლო.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ორსულობის შემდეგ წონაში 35 კილო დაიკლო. მისი დიეტა ასეთია: საუზმე - 2 მოხარშული კვერცხი. სადილი - მოხარშული ქათმის ხორცი, ვახშამი - მაწონი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება