BMW-სთვის Mercedes-ი მიუღწეველი გახდა

BMW-სთვის Mercedes-ი მიუღწეველი გახდა

გერმანული ავტომწარმოებლი კომპანია Daimler-ის კუთვნილმა ბრენდმა Mercedes-Benz, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში მის უშუალო კონკურენტ BMW -სთან გაყიდვების მიხედვით სხვაობა გაზარდა.

Mercedes-ის გაყიდვებმა გასულ თვეს მსოფლიო მასშტაბით 12%-ით იმატა და 156,246 შეადგინა, მაშინ როდესაც BMW -ს გაყიდვები მხოლოდ 5%-ით გაიზარდა და 142,554 შეადგინა. რაც შეეხება კიდევ ერთ გერმანულ პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას Audi-ის, ის ამ მხრივ მესამე იყო და 132,350 ათასი გაყიდული ავტომობილით, ზრდა 2,9%-ია.

აღსანიშნავია, რომ პირველი რვა თვის გაყიდვების მაჩვენებლით Mercedes-ი ლიდერია 1,32 მილიონი

რეალიზებული ავტომობილით, BMW-ს გაყიდვები ამავე პერიოდში 1,28 მილიონია, ხოლო Audi-ის გაყიდვები 1,23 მილიონს აღწევს. შედეგად, Mercedes-მა BMW-სთან სხვაობა 44,124-ით გაზარდა, ხოლო Audi-ს სულაც 90 ათასით უსწრებს... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა