დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა აღიარა, რომ გეია

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა აღიარა, რომ გეია

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, ელისაბედ მეორეს ბიძაშვილმა, ლორდმა აივარ მაუნთბატენმა, რომელსაც ყოფილ ცოლთან სამი შვილი ჰყავს, ღიად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. ახლა ის პარტნიორ მამაკაცთან, ჯეიმს კოილთან ერთად ცხოვრობს და უსაზღვროდ ბედნიერია. წყვილმა ერთმანეთი შვეიცარიაში, თხილამურებზე სრიალისას გაიცნო. ჯეიმსი ლორდ მაუნთბატენს, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეშვიდასე ადგილზეა, გამოელაპარაკა, რადგან ნაცნობში აერია. ამის შემდეგ დაიწყო წყვილის ურთიერთობა.

"ჩემმა ცოლმა იცოდა, რომ გეი ვიყავი, სანამ დავქორწინდებოდით. ვუთხარი, რომ ბისექსუალი ვიყავი, რომ ორივე სქესი მიზიდავდა. მან ეს გაგებით მიიღო და ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი", - ამბობს ლორდი.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა