რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასია“ 54,16%-ით ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 92%. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, წინასწარი მონაცემებით, პარტია 450-დან სულ მცირე 324 სადეპუტატო მანდატს მიიღებს.
სააგენტოს ცნობით, „ედიანაია რასია“-ში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე განაცხადეს, რომ პარტია რუსეთის სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს.
წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს კომუნისტური პარტია 13,5%-ით, მესამეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 13,26%-ით, მეოთხეს „სამართლიანი რუსეთი“ 6,18%-ით.
ბოლო მონაცემებით, გუშინ გამართულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ამომრჩევლის 47,9%-მა მიიღო მონაწილეობა.