გაეროს სამიტზე დევნილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული დეკლარაცია მიიღეს

გაეროს სამიტზე დევნილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული დეკლარაცია მიიღეს

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ სამიტზე 193 ქვეყნის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს დევნილებთან დაკავშირებულ დეკლარაციას. ამის შესახებ გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

დეკლარაცია გამოხატავს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკურ ნებას, დაიცვას დევნილთა და მიგრანტთა ცხოვრება და უფლება, ასევე, აიღოს პასუხისმგებლობის წილი გლობალური მასშტაბით მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტაზე. ისინი იღებენ ვალდებულებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია სამიგრაციო პოლიტიკის გადასაწყვეტად და მოამზადონ მსოფლიო ამ სფეროში ახალი პრობლემებისთვის.

ასევე, იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ყველა დევნილისა და მიგრანტის უფლება მათი სტატუსის მიუხედავად. დეკლარაციაში საუბარია დევნილი და მიგრანტი ბავშვებისთვის განათლების უფლების რეალიზების აუცილებლობაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა