ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას

ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა მინაწერით: "GDS-ის დირექტორმა "მზარეულები" მაგრა აიჩემა". მიმართვაში მსახიობი ამბობს, რომ ეძებს ტელეკომპანიის დირექტორს და მასთან პირადად აქვს შეკითხვები:

"ხომ არ იცნობთ ვინმე? ამბობენ მდედრობითი სქესისააო. სად დაიბადა? როგორ დაიბადა? ვინ გაზარდა? რა ზრდილობაა, იქნებ კითხოს ვინმემ. მსახიობებთან კონტაქტზე არ გამოდის. ამ მსახიობებმა მთელი ზაფხული ხო ვიმუშავეთ, ახლა გადაწყვიტა, მაგრად არ მაინტერესებთ, ხელფასს არ გიხდით აგვისტოს თვისო. ვინმემ კითხეთ, ხო კარგადაა?" - ამბობს კალატოზიშვილი მიმართვაში, რომელმაც ტელესერიალ "მზარეულების" მეორე სეზონში მიიღო მონაწილეობა.

საკითხის გასარკვევად GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს თათა ძმანაშვილს დავუკავშირდით:

"მართალი რომ გითხრათ, გაკვირვებულები ვართ ამ ვიდეომიმართვით. ვფიქრობთ, რომ მსახიობები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, ვის აქვს მათ წინაშე ვალდებულება. ვადასტურებთ, რომ GDS-სა და "მზარეულების" მწარმოებელ კომპანია "სტენლის" შორის გარკვეული სადაო საკითხები წარმოიშვა, თუმცა GDS-ს თავად აქვს კითხვები "სტენლის" მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

- რა ბედი ეწევა სერიალს?

- ორივე მხარე მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს საკითხი ისე წარვმართოთ, რომ პირველ რიგში მაყურებლის ინტერესი არ დაზარალდეს და ყველა გულშემატკივარმა შეძლოს თავისი საყვარელი სერიალის მეორე სეზონის ნახვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია "სტენლის" მიერ დაქირავებული თითოეული მსახიობის და თანამშრომლის მიერ გაწეული ძალისხმევა იმ პროდუქტის შექმნისთვის, რომელიც ჩვენს ეთერში გადის.

ვცდილობთ კომპრომისული გამოსავალი ვიპოვოთ, რომ კომპანია "სტენლიმ" დროულად შეასრულოს ვალდებულება მათი თანამშრომლების წინაშე. თუ მსახიობებს კითხვები და პრეტენზიები აქვთ, ერთადერთი კომპანია, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იყო და არის მათ წინაშე, არის კომპანია "სტენლი", რომელთანაც ტელევიზიას ამ დროისთვის ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დადებით კონტექსტში მიმდინარეობს. GDS ცდილობს, კომპრომისებზე წასვლის გზით, ყველა მხარის ინტერესები დაიცვას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"