"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე

"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტს "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"ვცდილობდი, ამ თემას არ შევხებოდი, მაგრამ მაინც ვერ ავცდი:

მე, ქართველი მართლმადიდებელი ვკითხულობ, რატომ არ უნდა შევიდეს რომის პაპი სვეტიცხოველში?

კათოლიკე ტურისტებისგან რით განსხვავდება? მხოლოდ მაღალი სასულიერო და სახელმწიფო სტატუსით?

რატომ არის მწვალებლობა რომის პაპის ჩამოსვლა?

ძლიერი რწმენის ადამიანს ეს რამეს შეუცვლის?

რა შეიცვალა იოანე-პავლე მეორის (1999 წელი) ჩამოსვლის შემდეგ, მართლმადიდებლობა წაგვართვეს?

რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები კათოლიკების ინტერესი გათვალისწინებული?

როდის გახდა მართლმადიდებლობა აგრესიული და შეუწყნარებელი?

მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?

ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რომის პაპო საქართველოში.

მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი. და მაშასადამე, ვარ გულღია და შემწყნარებელი" , - წერს ჩანადირი.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვიდა. საზოგადოების ნაწილმა მისი ვიზიტი გააპროტესტა.

რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს