მოცეკვავე ანი ჯაჯანიძე უკვე ერთი წელია, რაც საცხოვრებლად და პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად საბერძნეთში გადავიდა. ამ პერიოდში მან შეძლო წარმატებისთვის მიეღწია - ის საბერძნეთში პოპულარულ მოცეკვავედ ითვლება და როგორც თავად ამბობს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე, რომელთანაც თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- საბერძნეთში გამგზავრება ჩემს ქართველ მეწყვილესთან დაცილების შემდეგ გადავწყვიტე. ჩვენ საბერძნეთში ვაპირებდით ტურნირზე წასვლას და ზუსტად იმ ტურნირის წინ დავშორდით. საბოლოოდ კი, მარტო წავედი. ჩემმა მწვრთნელმა, როსტომ აროშვილმა მირჩია და დამაკვალიანა, თუ როგორ დავკავშირებოდი აქაურ პედაგოგს. მოკლედ, რამდენიმე დღე სხვადასხვა მოცეკვავესთან ერთად ვიცეკვე და მათ შორის ყველაზე კარგად ჩემს ამჟამინდელ მეწყვილეს შევეწყვე, როგორც გარეგნული, ისე ადამიანური და პიროვნული თვალსაზრისით. ამიტომ გადავწყვიტე დარჩენა და კარიერის აქ გაგრძელება.
- უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდა?
- მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი არ მქონია, სიმართლე გითხრა, მაინც გამიჭირდა უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება. ბერძნული არ ვიცოდი, მაგრამ ინგლისურად ვსაუბრობდი. აქ თითქმის ყველამ იცის ინგლისური, რაღაც დონეზე მაინც. ყველაზე მეტად მეგობრების გარეშე გამიჭირდა. ახლა აქ დედასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ თავიდან, დედა ათენში იყო, მე - სალონიკში. იმ პერიოდში სულ მეტირებოდა და შინ დაბრუნება მინდოდა. უხასიათობასა და დეპრესიას ვარჯიშით შევებრძოლე. იმდენს ვვარჯიშობდი, რომ ღამით სახლში მისულს, ფიქრის თავი აღარ მქონდა, მაშინვე მეძინებოდა. შემდეგ ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე და ძალიან კარგად ვარ. რა თქმა უნდა, ახლაც მენატრება ჩემები, მაგრამ აქაც ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი.
- გამოდის, რომ საქართველოდან წასვლას არ ნანობ?
- რა თქმა უნდა, არ ვნანობ. თანაც, ეს ჩემმა მწვრთნელმა და დედამ მირჩიეს. დედა 10 წელია, აქ ცხოვრობს და გვინდოდა, განშორებისთვის ბოლო მოგვეღო. იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით, დედაც წამოვიდა ათენიდან, რაც ძალიან მახარებს.
- რატომ დაშორდი შენს ქართველ მეწყვილეს? თქვენ შორის რა მოხდა?
- აღარ მინდა იმ ამბის გახსენება... უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ პიროვნულად ვეღარ შევეწყვეთ ერთმანეთს. სხვადასხვა ტალღაზე ვიყავით, თორემ ცეკვის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, ბოლო დროს პიროვნული უთანხმოება ჩვენს ცეკვაზეც აისახებოდა და მივხვდით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
- ახალი მეწყვილე როგორი ადამიანია?
- არაჩვეულებრივი პიროვნებაა, კარგად აღზრდილი და თავისი საქმის პროფესიონალი. 1 წელიწადში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლას დაასრულებს. ცდილობს, ყველაფერში ხელი შემიწყოს, ყურადღებიანია, ხალისიანი, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული. მოკლედ, მხარში მიდგას. აქ მისნაირი ადამიანი რომ ვერ მეპოვა, ალბათ, უკან დავბრუნდებოდი. თავიდანვე ყველანაირად ცდილობდა, ცუდად არ მეგრძნო თავი. სურვილი ჯერ ნათქვამი არ მქონდა, რომ უკვე ასრულებული იყო და დღემდე ასეა. ზოგჯერ რაღაცას ვიტყოდი, ჩემივე სიტყვები მე მავიწყდებოდა, ის კი იმ კონკრეტულ რაღაცას გაკეთებულს მახვედრებდა. ნამდვილად სასიამოვნოა მისნაირ ადამიანთან ურთიერთობა. თანაც, ძალიან კარგი ოჯახი აქვს. გამაცნო ახლობლები და მათთანაც კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ძალიან შრომისმოყვარეა. დავასკვენი, რომ ცეკვებში, თუკი ადამიანს ხასიათით კარგად ეწყობი და პრობლემები არ გაქვს და შეგიძლია, სრულიად დაიხარჯო, წარმატებაც არ დააყოვნებს.
- სულ ახლახან საკმაოდ პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯე. მომიყევი ამის შესახებ... განაგრძეთ კითხვა