თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ძმა დააკავა

თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ძმა დააკავა

თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ძმა დააკავა. ქუთბეთინ გიულენი მისი ძმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.

იზმირის პოლიციამ გიულენის დაკავების ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელა, რომლის თანახმადაც, ეჭვმიტანილი თავისი ნათესავის ბინაში იმალებოდა. ამ დროისთვის ის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში იმყოფება.

ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-ს მისი თურქეთისთვის გადაცემას სთხოვს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა