ბრიუსელში უცნობმა პირმა ორი პოლიციელი დაჭრა. "ასოშიეითიდ პრესი" ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომხდარი, შესაძლოა, ტერორიზმს უკავშირდებოდეს.
სააგენტოს ცნობით, სხარბექის რაონში მამაკაცმა ერთი პოლიციელს კისერში დაარტყა, მეორეს კი მუცლის არეში, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
თავდამსხმელი პოლიციის მეორე ჯგუფმა გააჩერა, რა დროსაც მამაკაცმა ერთ პოლიციელს ცხვირი გაუტეხა, პოლიციელმა კი მას ფეხში ესროლა.
ამ დროისთვის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.