დღეს, 6 ოქტომბერს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკში - ერთი დღე არჩევნებამდე და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ციებ-ცხელება. როგორია არჩევნების წინაპერიოდი და როგორ ემზადებიან პოლიტიკოსები. დღეს გადაცემა "360 გრადუსში" არჩევნები 2016-ის მოლოდინში.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.