მანიკა ასათიანისა და ბექა წივწივაძის თანამედროვე ოჯახი

 მანიკა ასათიანისა და ბექა წივწივაძის თანამედროვე ოჯახი

ტრადიციული LOVE STORY - გოგო მოდელია, ბიჭი - სპორტსმენი. გოგო ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ყოფნასაა მიჩვეული. ბიჭმა ადრეულ ასაკში მიაღწია წარმატებებს კალათბურთში. მერე, გოგოს და ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს...

დღეს მანიკა ასათიანი "იმედის დილის" ერთ-ერთი წამყვანი და 4 წლის გიოს დედაა. ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება უკვე მე-7 წელია ჭორებისა და საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღების ფონზე გრძელდება.

- ძალიან ახალგაზრდა გათხოვდით და გახდით დედა. რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები ადრეულ ასაკში?

- როდესაც გავთხოვდი, მოდელიც ვიყავი და ტელევიზიაშიც ვმუშაობდი. ჩემი გზა არჩეული მქონდა. გავთხოვდი იმიტომ, რომ შემიყვარდა. მიმაჩნია, რომ ჩემი შემდეგი თაობები უკვე სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს. ხშირად 20-25 წლის გოგონები ამბობენ, რომ გათხოვება ჯერ ადრეა, თუმცა, ჩემი აზრით, გათხოვებას ასაკი ხელს არ უშლის. როდესაც მიიჩნევ, რომ ის ერთადერთი იპოვნე, მაშინ დგამ ამ ნაბიჯს. მე რომ სიყვარული 15 წლის ასაკში მეპოვნა, მაშინ დავოჯახდებოდი. 17 წლისამ ვიპოვე და გავთხოვდი კიდეც.

- ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორივე საკმაოდ დაკავებული ხართ და, ალბათ, ბავშვთანაც დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებთ. რომელია გიოსთვის დომინანტი მშობელი?

(ბექა): ალბათ, ყველაზე მეტად დედაჩემის ეშინია და მისი რიდი აქვს.

(მანიკა): ზოგადად, არავისი ეშინია, თუმცა ბექას დედა მისთვის ავტორიტეტია.

(ბექა): ცოტა ხნის წინ მანიკა გერმანიაში იყო წასული და ბავშვმა აღიარა - მანიკასთან ვარ გიჟიო.

(მანიკა): ასე უთქვამს, მანიკასთან ერთად რომ ვარ, ის მაგიჟებსო  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

ფოტო: OK!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება