„თალიბანის“ მებრძოლები პროვინცია ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში შეიჭრნენ

„თალიბანის“ მებრძოლები პროვინცია ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში შეიჭრნენ

მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები პროვინცია ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლაკარგაჰში შეიჭრნენ.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თალიბებმა თავდასხმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე განახორციელეს. როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის სამხედროებიც.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთის არმია თავდასხმის მოგერიებას მალე შეძლებს. თავის მხრივ, „თალიბანის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თალიბები უკვე ქალაქში გადაადგილდებიან.

„ბიბისი“-ს ცნობით, ლაკარგაჰის აეროპორტი და მაღაზიების ნაწილი დაკეტილია, ქალაქის პერიფერიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა