ლელა მებურიშვილმა მეორე შვილიც ამერიკაში გააჩინა: "მალე დავუბრუნდები ეკრანს და თეატრს"

ლელა მებურიშვილმა მეორე შვილიც ამერიკაში გააჩინა: "მალე დავუბრუნდები ეკრანს და თეატრს"

მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ალექსანდრეს შემდეგ, წყვილს გოგონა, ლილი შეეძინათ. ლილი 11 სექტემბერს ამერიკაში, ჩიკაგოში დაიბადა. ლელამ პირველი შვილიც ამერიკაში გააჩინა.

საქართველოში დაბრუნებულ მსახიობს ჟურნალი "სარკე" ესაუბრა:

- საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდით. ხანგრძლივი ფრენა ახალშობილისთვის საშიში არ იყო?

- რა თქმა უნდა, საშიში არ იყო. რაიმე სახის საშიშროება რომ ყოფილიყო, ჯერ არ წამოვიდოდით.

- ქმარი ამჯერადაც დაესწრო მშობიარობას?

- რა თქმა უნდა, ბაჩო ჩემ გვერდით იყო.

- ალექსანდრე როგორ შეხვდა დის დაბადებას?

- ის ყველაზე მეტად ელოდა დაიკოს დაბადებას. და-ძმას საოცარი შეხვედრა ჰქონდათ. ჯერჯერობით ალექსანდრე სულ ეფერება და კოცნის. იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება და არ იეჭვიანებს.

- ფორმაში უკვე ჩადექით?

- ორსულობისას 14 კილო მოვიმატე, მშობიარობიდან 10 კილო ორ კვირაში დავიკელი.

- სამუშაოს როდის უბრუნდებით?

- სულ მალე ვგეგმავ დავუბრუნდე ტელეეკრანს და თეატრს.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება