გაეროს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტიერეში აირჩიეს

გაეროს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტიერეში აირჩიეს

გაერო-მ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიო გუტიერეში აირჩია. 66 წლის გუტიერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა.

ანტონიო გიურეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ამ თანამდებობაზე გუტიერეშის გარდა, წარდგენილნი იყვნენ, სერბეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვუკ იერემიჩი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი ჰელენ კლარკი, იუნესკო-ს ყოფილი გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.

2007 წლიდან დღემდე, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთ კორეელი დიპლომატი, პან გი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა