ჟენევაში "აეროფლოტის" თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ

ჟენევაში "აეროფლოტის" თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ

ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებდა, რომ ავიაკომპანია "აეროფლოტის" თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

უსაფრთხოების სამსახურმა და გამნაღმველებმა ბოინგიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. პოლიციამ ასევე შეამოწმა მზავრების ბარგი და აეროპორტის ტერმინალი.

კომპანია "აეროფლოტის" კუთვნილი თვითმფრინავი რეისს ჟენევიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა. აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მგზავრები მოსკოვში მომდევნო რეისით გაემგზავრენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა