ანტალიაში აფეთქება მოხდა

ანტალიაში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, აფეთქება პორტის ტერიტორიაზე, ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ძალები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სააგენტო „დოგანი“ წერს, პორტის ტერიტორიაზე ორი რაკეტის გაშვება განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა