სან-დიეგოში ესტაკადიდან მანქანის გადავარდნის შედეგეად 4 ადამიანი დაიღუპა

სან-დიეგოში ესტაკადიდან მანქანის გადავარდნის შედეგეად 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში ესტაკადიდან მანქანის გადავარდნის შედეგეად 4 ადამიანი დაიღუპა. კალიფორნიის შტატში მომხდარი შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დააშავდა, მათ შორის მანქანის მძღოლი იყო. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ის ადგილობრივ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს.

ავტომანქანა ხალხმრავალ სკვერში ჩავარდა, სადაც ხალხი ბაიკერების ფესტივალის სანახავად იკრიბებოდა. სამართალდამცველების განმარტებით, მას, შესაძლოა, ბრალად არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა წაუყენონ.

მძღოლის ვინაობას პოლიციის თანამშრომლები არ ასაჯაროებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა