"ისლამურმა სახელმწიფომ" გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები სიკვდილით დასაჯა

"ისლამურმა სახელმწიფომ" გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები სიკვდილით დასაჯა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები ერაყის ქალაქ მოსულში სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sunday Times ერაყის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრემისტებმა დაეშის 54 სამხედრო მაღალჩინოსანი დასაჯეს. ზოგიერთი მათგანი ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთის ტელეფონის მეხსიერების ბარათზე შეტყობინება აღმოაჩინეს, რომელშიც ჯიჰადისტების შეიარაღებაზე იყო საუბარი.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირი ლიკვიდირებულია, ზოგიერთი მათგანი მაღალ თანამდებობას იკავებდა", - The Sunday Times ერაყელი მაღალჩინოსნის ციტატა მოჰყავს.

ამავდროულად ერაყის შეიარაღებული ძალები, მოსულზე თავდასხმას გეგმავენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში ათასობით საინფორმაციო წერილი ჩამოყარეს და მოსახლეობა მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ გააფრთხილეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა