საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე

საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე

ქართული ჯარი წვევამდელებს აღარ მიიღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა. საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესი წვევამდელების შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ გავითვალისწინეთ თემის აქტუალობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე, ვესაუბრეთ.

- როდის დაიწყო საშემოდგომო გაწვევა?

- პირველი აგვისტოდან და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

- რამდენი წვევამდელის გაწვევა მოხდება და როგორ გადანაწილდება ეს კონტიგენტი (შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო) და თუ არის წვევამდელის სურვილზე დამოკიდებული?

- 2016 წლის საშემოდგომო გაწვევაზე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საერთო ჯამში მოხდება არაუმეტეს 2353 წვევამდელის გაწვევა, ამ რაოდენობიდან 1250 წვევამდელის გაწვევა იგეგმება შს სამინისტროში, 1103 წვევამდელი კი, სასჯელაღსრულების სამინისტროში. 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარე ეტაპზე, თავდაცვის სამინისტროსგან არ არის მოთხოვნილი წვევამდელები. წვევამდელთა აზრი გათვალისწინებულია მათი განაწილების დროს ჩარიცხვების სპეციფიკიდან გამომდინარე.

- რა ეტაპების გავლა უწევს წვევამდელს?

- გამწვევის კომისიის მიერ გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, წვევამდელს წარადგენს შემკრებ გამანაწილებელ ცენტრში, სადაც ის სამედიცინო-საექსპერტო კომისიას გაივლის. შემდეგ კი, წვევამდელის აზრისა გათვალისწინებითა, ასევე ჩარიცხვების სპეციფიკიდან ხდება გადაწყვეტილების მიღება.

გამოძახების შემთხვევაში, თუ წვევამდელი არ გამოცხადდება კომისარიატში, რა სახის სასჯელი ელის მას?

- გამწვევ კომისიაზე წვევამდელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და გადაეცემა სასამართლოს, რის შემდეგაც მოხდება მისი გაფრთხილება ან დაჯარიმება სასამართლოს მიერ.

ამჟამინდელი კანონის მიხედვით, რამდენ თვეს მოიცავს სამხედრო-სავალდებულო სამსახური?

- მიმდინარე ეტაპზე სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

– რაც შეეხება, სამედიცინო შემოწმებას, რა სახის გამოკვლევები უტარდებათ წვევამდელებს?

- წვევამდელი გაივლის ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ორთოპედ-თერაპევტის, ფთიზიატრის, დერმო-ვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, რადიოლოგის, სტომატოლოგის მიერ შემოწმებას.

– რა შემთხვევაში ხდება წვევამდელის დაწუნება, ე.წ. "დაბრაკვა?" და თუ ხომ არ შეუქმნის მას პრობლემებს შემდგომ სამსახურეობრივ წინსვლაში?

- წვევამდელის შეზღულად ვარგისად ცნობა ხდება თუ ის ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო მოთხოვნების მინიმუმს. წვევამდელს ეს გადაწყვეტილება ძირითად შემთხვევაში, არ უქმნის არანაირ პრობლემას შემდგომში სამსახურებრივ წინსვლაში, გარდა, ძალოვან სტრუქტურებში შემდგომი დასაქმებისა.

– რა შემთხვევაში ხდება გადავადება და რა თანხასთან არის დაკავშირებული?.. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ იმ ახალგაზრებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ ან მუშაობენ და სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ... გთხოვთ, დეტალურად განგვიმარტოთ, როგორ და როდემდე შეუძლიათ მათ სავალდებულო სამსახურის თვის თავის არიდება?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისთვის, 18 თვით გადავადებისთვის შეადგენს 2000 ლარს და ორჯერ შეუძლიათ გადავადება, ოღონდ არაუმეტეს 25 წლისა.

– როგორ ხდება კარანტინის გავლა, რამდენ ხანს გრძელდება იგი?

- კარანტინის გავლა დამოკიდებულია, უშუალოდ იმ სტრუქტურაზე, რომლის რიგებშიც ირიცხება წვევამდელი.

– როგორც ვიცით, წვევამდელს შეუძლია სამხედრო ვალდებულება მოიხადოს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში. როგორ ხდება ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში მოხვედრა?

- წვევამდელს შეუძლია, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული სამხედრო სამსახური. ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რასაც საჭირო მტკიცებულებები უნდა დაურთოს. შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აღნიშნულ საქმეს განსახილვევად, არასამხედრო ალტერნატიულ სამხედრო სამსახურის გაწვევის კომისიაში გადააგზავნის, სადაც კომისიური წესით განხილვის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

- ალტერნატიული, არასამხედრო სამსახურის ვადა შეესაბამება თუ არა ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურს?

- არასამხედრო ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ვადა არის 18 თვე.

- გადიან თუ არა კარანტინს არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში მიღებული წვევამდელები?

- ამ კატეგორიის წვევამდელების სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, კარანტინს არ გაივლიან.

– ალტერნატიული სამსახურის გავლის შემდეგ, რა საბუთს იღებს მოქალაქე და აქვს თუ არა შეზღუდვა სამსახურეობრივი თვალსაზრისით?

- ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, წვევამდელზე გაიცემა სამხედრო ნამსახურების ბარათი და სამსახურებრივი თვალსაზრისით, შეზღუდვა არ უწესდება. შესაძლია, მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები იყო გამონაკლისი.

პ.ს. თქვენთვის საინტერესო კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ  კომენტარებში

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე