11 კატასტროფა, რომელიც მსოფლიოს უახლოეს 30 წელიწადში ემუქრება

 11 კატასტროფა, რომელიც მსოფლიოს უახლოეს 30 წელიწადში ემუქრება

2050 წლამდე სულ სამი ათწლეულია დარჩენილი. სამყაროს სერიოზული ცვლილებები ელის. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ახლავე უნდა დაიწყონ გამოსავლის ძიება, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ კატასტროფება.

გამოცემა Business Insider იმ კატასტროფებზე წერს, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობას ელის:

ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გასამმაგდება

1950 წელს ურბანულ მხარეებში მხოლოდ 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ეს რიცხვი 4 მილიარდს უტოლდება. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 6.3 მილიარდამდე გაიზრდება.

ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს

OECD-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება და ყოველწლიურად 6 მილიონ ადამიანს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლოა წყალთან ადეკვატური წვდომა არ ჰქონდეს

დღესდღეობით მსოფლიოში 1,1 მილიარდ ადამიანს შეზღუდული წვდომა აქვს წყალთან. დედამიწის მოსახლეობის 36% კი - 2,5 მილიარდ ადამიანი იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყლის დეფიციტი აქვთ. წყლის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანს წყლის მოპოვება რთულად შეეძლება.

საჭმელად ვარგისი თევზის ჯიშები გადაშენდება

ამჟამად თევზის ბაზრის 87 პროცენტი ექსპლუატირებულია. 2050 წლისთვის თუ ამ ტემპებით გაგრძელდა თევზჭერა, შესაძლოა თევზის საკვები ჯიშები საერთოდ გადაშენდეს  განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა