იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ

ნატო-სა და რუსეთს შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორული ურთიერთობა არსებობს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ატარებს მრავალრიცხოვან მანევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლის შესახებ წინასწარ არ გვაცნობებს. ეს არსებითად ამცირებს გამჭვირვალობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას ევროპაში. მაგალითად, რუსეთმა გამოიყენა ასეთი მანევრები ყირიმის ანექსიისთვის. ჩვენ შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორობა არსებობს, რომლის დამყარებასაც რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცდილობდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ ნატო-ს გეგმა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განლაგების თაობაზე იქნება ძალთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია რუსეთის საზღვრებთან, ცივი ომის პერიოდის შემდეგ. "ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, რომ ნატო უზრუნველყოფს შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებს. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი აღკვეთისთვის. სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას და ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის აღკვეთას", - განმარტავს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. "რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ. ამიტომ, ნატო ადაპტაციას ახდენს და ცდილობს მოახდინოს რეაგირება თავდაცვითი ზომების მიღებით. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ ამას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად უნდა ვაკეთებდეთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა