ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე

ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე

სხვადასხვა საიტებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან ტელეკომპანია "იმედი" განახლებული ფორმატით გავა ეთერში. ამბობენ, რომ არხს ახალი სახეები შეემატება, კერძოდ ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქრონიკის" მთავარ გამოშვებას მალე "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა და ამავე არხის ერთ-ერთი სახე ლევან ჯავახიშვილი წაიყვანენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ზემოხსენებულ ჟურნალისტებს დავუკავშირიდით:

ლევან ჯავახიშვილი, რომელსაც ამჟამად ტელევიზიაში გადაცემა "იმედის დრო" მიჰყავს, ამბობს რომ არაფერს გამორიცხავს:

- ბატონო ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანა ლეჟავასთან ერთად "ქრონიკის" მთავარ გამოშვებას წაიყვანთ, მართალია?

- არც ვიცი რაზე მესაუბრებით. მე "იმედის დრო" მიმყავს, მომწონს ეს გადაცემა და ჯერჯერობით არსად გადასვლას არ ვაპირებ. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ, ჯერ მოლაპარაკებებიც არ ყოფილა. თუ შევითავსებ რამეს "იმედის დროსთან" ერთად, ჯერ ვერ გეტყვით.

დავუკავშირდით ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ ცნობილ და რეიტინგულ სახეს ნინო თოლორდავას. "კონტაქტის" წამყვანი ამბობს, რომ მოლაპარაკება მასთან ნამდვილად მიმდინარეობდა:

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. იყო გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი არის. ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ინფორმაციას" - აღნიშნა თოლორდავამ AMBEBI-სთან საუბრისას.

ინფორმაციის დასაზუსტებლად "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილ მოადგილეს ნინო შუბლაძესაც დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩეველია:

"არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ამ თემაზე ჩემთან. მადლობა, რომ თქვენ მაინც მკითხეთ" - აღნიშნა შუბლაძემ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ