ჰეიდი კლუმი წლევანდელ ჰელოუინზე ყველაზე გიჟური "კოსტიუმით" წარსდგა

ჰეიდი კლუმი წლევანდელ ჰელოუინზე ყველაზე გიჟური "კოსტიუმით" წარსდგა

ჰეიდი კლუმი ჰელოუინის ღამეს თავის ყოველწლიურ წვეულებაზე წარმოუდგენელი კოსტუმით წარსდგა. სუპერმოდელი ცნობილია იმით, რომ ჰელოუინის წვეულებაზე ყოველთვის ყველაზე ექსტრავაგანტული და საშიში კოსტიუმით ჩნდება, წელს კი მისმა გამოჩენამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა - კლუმთან ერთად წითელ ხალიჩაზე მისი 5 კლონი იდგა! ჰაიდის "კოსტიუმი" წელს სწორედ კლონების არმია გახლდათ.

გასულ წელს კლუმი ცნობილი კინოგმირის ჯესიკა რებითის საოცრად დამაჯერებელი კოსტიუმით წარსდგა ჰელოუინზე.

მასზე უკვე ყველა ამბობს, რომ ჰელოუინის სანტა კლაუსია: გიჩენს მოლოდინს და შემდეგ გონებას გიფეთქებს.

2000 წლიდან მოყოლებული მოდელი ცდილობს, რომ ჰელოუნზე საკუთარი კრეატიული კოსტუმებით ლიდერი გახდეს და წარმატებითაც აღწევს მიზანს. მთავარი კითხვა, როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც შემდეგია: მოახერხებს ჰაიდი შემდეგი წლისთვის საკუთარ თავს აჯობოს? ამას 2017 წლის 31 ოქტომბერს გავიგებთ.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება