"თუ კულტურის მინისტრად ისევ მიხეილ გიორგაძე დარჩა, მაშინ დიდ ბრძოლას გამოვაცხადებთ"

"თუ კულტურის მინისტრად ისევ მიხეილ გიორგაძე დარჩა, მაშინ დიდ ბრძოლას გამოვაცხადებთ"

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც რეჟისორი კულტურის სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემაზე ლაპარაკობს.

"ხელოვნების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად მოეთხოვებათ თავისი ქვეყნის ავბედით დროს თავისი მოქალაქეობრივი პოზოცია დააფიქსირონ.

შეიძლება რომელიმე ჯგუფი წარმატებულად ატარებდეს ამა თუ იმ ღინისძიებას, მაგრამ ამაში არაფერია გმირული და გასაკვირი, თუ ეს ჯგუფი ხელისუფლებისადმი მუდმივ ტოლერანტულია და თავისი საქმიანობის იქით არაფერი აინტერესებს. როცა ქვეყნის პირველი პირები და მათი მეუღლეები პატრონობენ, ხელს უწყობენ და მათ ამის გამო ექკლუზიური პირობები ექმნებათ. (ეს იმ 9 წელზეა ლაპარაკი!)

მაგრამ ქვეყანაში, რომელმაც ამ წლების მანძილზე ამდენი უბედურება გადაიტანა, მდუმარება ვერ არის კარგი საქმე!

კარგია, თუ ისინი ისევ თავის საქმეს მიხედავენ და სხვების მაგვარად ერთნაერ პირობებში იქნებიან ჩაყენებული...

"Check in Georgia", მშვენიერი პროექტია და ათმაგად მოსაწონი იქნება, თუ მის განხორციელებაში სხვა კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას...

ბ-ნო პრემიერ მინისტრო,

იქნებ ერთხელ დაარღვიოთ შიდა პროტოკოლი და შეხვდეთ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ფართო სპექტრით და მოგვისმონოთ, რომ ჩვენი კეთილი სურვილებიც გაიზიაროთ.

არ მიწყინოთ ეს წერილი. ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას!

გისურვებთ დიდ წარმატებას და იმედი მაქვს ჩვენი საერთო მომავლისა!" - ეს არის ამონარიდი წერილიდან. (იხილეთ სრული ვერსია)

kvirispalitra.ge ქეთი დოლიძეს ესაუბრა:

- პრობლემა მაქვს ზოგადად კულტურის სამინისტროსთან. მიმაჩნია, რომ სამინისტროს შემადგენლობის 80% რურუას კანდიდატები არიან, ეს ყველამ იცის და ამას მარტო მე არ ვამბობ. რაც ეს გუნდი მოვიდა, ბოლო 2 წელია კულტურის სამინისტრო გახდა მხოლოდ "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება გუნდი მოვიდეს ისე, რომ ნებისმიერ მთავრობას წაუყენოს ულტიმატუმი, მე ან მომყავს ყველა ჩემიანი ან არ მოვდივარო. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება