მოსკოვში "Amnesty International"-ის ოფისი დახურეს

მოსკოვში "Amnesty International"-ის ოფისი დახურეს

მოსკოვში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International"-ის ოფისი დახურეს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა განმარტავს, რომ ოფისის დაკეტვა შენობის ქირის გადაუხდელობას უკავშირდება, რის შესახებაც ორგანიზაცია ინფორმირებული იყო.

უფლებადამცველები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მოსკოვის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისგან არავითარი გაფრთიხლება არ მიუღიათ. ორგანიზაციის თანამშრომლებს ოფისის კარი ოთხშაბათს დალუქული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, კარს ემჩნეოდა, რომ შემტვრეული იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა