თურქეთმა გიულენთან ერთად გადატრიალების მცდელობაში მეორე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

თურქეთმა გიულენთან ერთად გადატრიალების მცდელობაში მეორე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

თურქეთის ხელისუფლებამ ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მეორე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. გამოცემა Dაილყ შაბაჰ-ის ინფორმაციით, ის ადგილობრივი ქაღალდის კომპანიის დირექტორი ქემალ ბათმაზია.

ანკარა მიიჩნევს, რომ ბათმაზი თანამშრომლობდა გადატრიალების სულისჩამდგმელ, უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელ ადილ ოქსიუზთან, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ მაშინვე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათმაზი ივლისში თან ახლდა ოქსიუზს ამერიკაში ფეთჰულა გიულენთან შესახვედრად, რომლებიც თურქეთში გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე, 13 ივლისს დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის ქემალ ბათმაზი ანკარის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა