ვინ არიან და რას საქმიანობენ სალომე ზურაბიშვილის შვილები: "ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე"

ვინ არიან და რას საქმიანობენ სალომე ზურაბიშვილის შვილები: "ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე"

"ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემ გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე!" - ასეთი სიტყვებით და გამარჯვებით დაასრულა საარჩევნო მარათონი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი შვილები თბილისში იმყოფებოდნენ და დედას გვერდში ედგნენ ამ მნიშვნელოვან მომენტში.

როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომეს შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ ქალბატონი სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი. ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად.

ქალბატონი სალომეს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მეორე ოჯახი მოგვიანებით შექმნა, თუმცა დიდი სიყვარულით, რომელიც დღემდე მოჰყვება. მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი. როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც ქმართან აკავშირებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ განელებულა: განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი