90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია

90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია

New One-ი ახალი ქართული ბენდია, რომელიც სულ რაღაც 6 თვის წინ, ღამის კლუბ "ელ ცენტროში" პროდიუსერმა და მუსიკოსმა - დავით ბარნაბიშვილმა ჩამოაყალიბა. ჯგუფი მალე თბილისის წამყვანი კლუბების ფავორიტიც გახდა და 3 ნოემბერს კლუბმა "ელ ცენტრომ" მისი კლიპის პრეზენტაციას უმასპინძლა.

ჯგუფის წევრებმა სერგი გვარჯალაძის 90-იანების ჰიტი - Artificial Love ("ხელოვნური სიყვარული") ახლებური არანჟირებით და შესრულების განსხვავებული სტილით გაიაზრეს და მას შემდეგ, რაც სიმღერამ სხვადასხვა ღონისძიებაზე წარმატება მოიპოვა, კლიპის გადაღებაზე ფიქრიც დაიწყეს. ორიგინალური კლიპის რეჟისორი Yugo Moris-ია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

New One-ის წევრებით ჟურნალი "ბომონდი" დაინტერესდა: პროდიუსერი და პერკუსიონისტი - დავით ბარნაბიშვილი საზოგადოებისთვის სხვადასხვა live-ღონისძიებაზე ორიენტირებული ღამის კლუბებიდან და მუსიკალური ტელეპროექტებიდანაა ცნობილი, ვოკალისტი - თიკა ბალანჩინი წარმატებული მუსიკალური პროექტის - xFactor-ის ფინალისტია. მუსიკალურ წრეებში ასევე კარგად იცნობენ გიტარისტს - ლევან შარაშიძეს, პიანისტს - ნიკა ადიკაშვილს და ბას-გიტარისტს - ლაშა აბაშმაძეს.

კლიპის პრეზენტაციას ქართველი მუსიკალური წრეების წარმომადგენლები და გემოვნებიანი ღამის ცხოვრების მოყვარულები ესწრებოდნენ, კლიპის ჩვენების დასრულების შემდეგ კი მაყურებელმა New One-ის ცოცხალი კონცერტიც მოისმინა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება