ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, არჩევნებზე აღარ დაუშვებენ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, არჩევნებზე აღარ დაუშვებენ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში, არჩევნებზე აღარ დაუშვებენ. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ საუბარია დიპლომატიურ ნოტაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს გადასცა.

რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ აშშ-ში მომუშავე რუს დიპლომატებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრების უფლება არ მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიამკოვის შეფასებით, მსგავსი შეზღუდვა მიუღებელია.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს „საარჩევნო უბნებთან მიახლოება“ აუკრძალა. ზახაროვას მტკიცებით, მოხდა რუსი დიპლომატების დაშინებაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, ამერიკულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სამომავლოდ, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ამერიკელ დიპლომატებს დასწრების უფლება მიეცემათ.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო აშშ-ში რუსეთის ოფიციალურ დაწესებულებებზე ზეწოლას ახდენს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა