ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს აშშ-სკენაა მიმართული - ამერიკის შეერთებული შტატები დღეს, 8 ნოემბერს, თავის 45-ე პრეზიდენტს ირჩევს.

ამერიკელებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს - დემოკრატ ჰილარი კლინტონსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის მოუწევთ.

სანამ არჩევნების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, ALLNEWS.GE შეეცადა გაერკვია, როგორ არის მოწყობილი ამერიკული პოლიტიკური სისტემა და რას მოუტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს.

მარადიული ტანდემი:

დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციულად 2 პარტია - რესპუბლიკური და დემოკრატიული დომინირებს, რის გამოც შტატების პოლიტიკურ სისტემას ხშირად ორპარტიულს უწოდებენ.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევა, XIX საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა და გადასახადების შემცირებას, სამხედრო ხარჯების გაზრდას, ტრადიციულ ფასეულობების დაცვას უჭერს მხარს. იგი შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა. პარტიის არაოფიციალური სიმბოლო სპილოა, ძალისა და სიმძლავრის განსახიერება. ყველაზე ცნობილი რესპუბლიკელი პრეზიდენტებია დუაით ეიზენჰაუერი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში-უმცროსი.

აშშ-ის დემოკრატიული პარტია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც XIX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. არაოფიციალური სიმბოლო - ვირია, რომელიც დაბრკოლებების გადალახვას გულისხმობს. დემოკრატები ლიბერალურ ფასეულობებს, საბიუჯეტო ხარჯების ზრდასა და სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას უჭერენ მხარს. ყველაზე ცნობილი დემოკრატი პრეზიდენტებია ვუდრო უილსონი, გარი ტრუმენი, ფრანკლინ რუზველტი, ჯიმ კარტერი, ჯონ კენედი და ბილ კლინტონი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ასევე დემოკრატია.

რა არის კონგრესი?

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო 1787 წელს შექმნილი კონგრესია, რომელიც წარმომადგენელთა პალატისგან (435 წევრი) და სენატისგან (100 წევრი) შედგება. 2014 წლიდან ორივე პალატაში ადგილების უმრავლესობა რესპუბლიკელებს უკავიათ. ბოლო 200 წელია, კონგრესმენები სხდომებს ვაშინგტონში, 88 მეტრის სიმაღლის კაპიტოლიუმში მართავენ. კაპიტოლიუმის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების 10-მდე შენობას აერთიანებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ კონგრესის ბიბლიოთეკას, სადაც 160 მილიონზე მეტი წიგნი, ხელნაწერი, რუკა, აუდიო და ვიდეომასალა ინახება, წიგნის თაროების საერთო სიგრძე კი 1 350-მდე კილომეტრს აღწევს  განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა